2023-01-01

საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა

?31 დეკემბერს, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში საახალწლო ღონისძიება ჯგუფი ,,რეგიონის" კონცერტით დასრულდა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებული სცენიდან ბორჯომელებს ახალი წელი მიულოცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და დეკანოზმა იოანე (ხეცურიანმა).

?მერაბ კოსტავას სახელობის ახლად რეაბილირირებულ სკვერში, მთელი დღის მანძილზე საბავშვო -გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ანიმატორები და ოჩოფეხები, სახეზე ხატვის კუთხე,

ინსტალაცია „მარხილი“ - პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩამსხდარიყვნენ მარხილში და თოვლის პაპასთან გადაეღოთ სურათები. თოვლის პაპა, ზღაპრის გმირები ჯუჯები და ელფები მთელი დღის მანძილზე ზრუნავდნენ პატარების საახალწლო განწყობაზე. ასევე მოეწყო საჰაერო შოუ - „მფრინავი ბალერინა“.

? მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და დეკანოზმა იოანე (ხეცურიანმა) ქალაქის სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისთვის სხვადასხვა სფეროში წარმატებული ბორჯომელები: საოპერო მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძე, ალპინისტი („ოქროს წერაყინის“ მფლობელი) ბაქარ გელაშვილი, უძლიერეს მამაკაცთა შორის სამგზის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გიორგი ტალახაძე და მოჭადრაკე ბარბარე შონია 1000-ლარიანი ვაუჩერითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

? დღის ბოლოს ადგილობრივი ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

?სადღესასწაულო ღონისძიებები ,,მრავალჟამიერით" და ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს
2023-05-15
სიახლეები
ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურა ა...

მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს
2023-05-14
სიახლეები
მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ...

ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას
2023-05-19
სიახლეები
ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას

წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლას 300-მდე მეთორმეტე კლასელი ამთავრებს. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ...

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს
2023-05-19
სიახლეები
დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას! ის რაც თქვენთვის 12 წლის განმავლობაში ყოველდღი...