2023-01-26

ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალერი ჟადანი დააჯილდოვეს

?? ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს ვალერი ჟადანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის წევრებმა, საკრებულოს დეპუტატებმა, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ და N3 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხარაზიშვილმა პირადად მიულოცეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელი და „მეგატექნიკის“ 500-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ვალერი ჟადანი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას 1985 წლიდან შეუდგა. ის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი აქტიური პედაგოგია. მან საქართველოს ნაკრებს არაერთი წარმატებული მძლეოსანი აღუზარდა. ის გახლავთ პროფესიონალი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ტარდება სხვადასხვა დონის რაიონული და საერთაშორისო დონის შეჯიბრებები. ის რამდენიმე ათწლეულია ბორჯომის N3 საჯაროს სკოლის მასწავლებელია და გამუდმებით ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბატონ ვალერი ჟადანს კიდევ ერთხელ ულოცავს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებას!

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალერი ჟადანი დააჯილდოვეს

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს
2023-05-15
სიახლეები
ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურა ა...

მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს
2023-05-14
სიახლეები
მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ...

ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას
2023-05-19
სიახლეები
ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას

წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლას 300-მდე მეთორმეტე კლასელი ამთავრებს. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ...

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს
2023-05-19
სიახლეები
დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას! ის რაც თქვენთვის 12 წლის განმავლობაში ყოველდღი...