ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა ქალბატონებს

ძვირფასო ქალბატონებო,

გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს! თქვენი როლი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველი დღე საზოგადოებრივ თუ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დაფუძნებულია თქვენს შრომასა და პროფესიონალიზმზე. სწორედ, ძლიერი და განათლებული ქალების დამსახურებაა ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა.

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე და ხუთი მუდმივმოქმედი კომისიიდან სამი კომისიის თავმჯდომარე სწორედ რომ ქალია. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მე ვიმედოვნებ, რომ ქალთა რიცხვი მოწინავე პოზიციებზე შემდეგ წლებშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება!

კიდევ ერთხელ, მთელი გულით, გილოცავთ და გისურვებთ ბევრ წარმატებას პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

დავით ზაალიშვილი,

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა ქალბატონებს

სხვა სიახლეები

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
2023-03-29
სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, 260 კვადრატულ მე...

სიახლეები
პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, დანიისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,...

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება
2023-03-27
სიახლეები
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სა...

სიახლეები
კონგრესი "საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება" გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, ანტიდ...