2023-03-27

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

? მიმდინარე წელს ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

?პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

? საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

? ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

#ფასადებისრეაბილიტაცია

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს
2023-05-15
სიახლეები
ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურა ა...

მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს
2023-05-14
სიახლეები
მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ...

ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას
2023-05-19
სიახლეები
ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას

წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლას 300-მდე მეთორმეტე კლასელი ამთავრებს. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ...

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს
2023-05-19
სიახლეები
დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას! ის რაც თქვენთვის 12 წლის განმავლობაში ყოველდღი...