ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა.
გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მისმა მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძე, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა: „ბორჯომი“ და „ნენანა“.
მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.