2023-05-09
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს 9 მაისი პირადად მიულოცეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სალომე თედელურმა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ II მსოფლიო ომის ვეტერანებს - ოთარ გელაშვილსა და გიორგი ჩადუნელს გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან II მსოფლიო ომის ვეტერანებს 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, II მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 1000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა 500 ლარი მიიღეს.