2023-05-19

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

ძვირფასო აბიტურიენტებო,

გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას! ის რაც თქვენთვის 12 წლის განმავლობაში ყოველდღიურობა იყო, ღრმად მწამს, რომ დაუვიწყარ მოგონებებად და გამოცდილებად იქცევა.

ახლა კი თქვენთვის სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობებით, მეტი უფლებებითა და მეტი პასუხიმგებლობებით.

მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი თქვენი შესაძლებლობების რეალიზაციას მაქსიმალურად შეძლებთ, თქვენთვის სასურველ და საოცნებო პროფესიას დაეუფლებით, საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ და თქვენს წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.

გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა და წარმატება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ისე გამოადგება, როგორც პირადად თქვენ!

მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გახსოვდეთ, რომ ცოდნის მიღების ამ რთულ გზაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.

საუკეთესო სურვილებით,

დავით ზაალიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...