2023-05-29

#გაიცანისაკრებულო - მამუკა ლურსმანაშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ და ტბის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ლურსმანაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის კვების პროდუქტების ინსტიტუტი. ის 1997-2002 სწავლობდა საერთო ინსტიტუტში „თორი“ ტურიზმისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე.

ბატონმა მამუკამ 1991 წელს მუშაობა დაიწყო ბორჯომის კურორტვაჭრობაში და ერთი წლის განმავლობაში ექსპედიტორი იყო. 1992-1994 წლებში მაღაზია „ბორჯომის“ დირექტორი იყო. 1995 წლიდან კი საკონდიტრო ფაბრიკის „ლიკანი“ - დირექტორი. 1999 წელს მუშაობა გააგრძელა სატრანსპორტო კომპანიაში „გადამზიდი“ და 7 წლის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი იყო.

2006-2010 წლებში ის  კერძო საქმიანობით იყო დაკავებული.

2010 წლიდან კი მამუკა ლურსმანაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. 2010-2014 წლებში კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ტბის თემის მაჟორიტარი და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თამჯდომარე იყო.

2014-2017 წლებში დროებით ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ ლიდერ-კოორდინატორი იყო.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქმიანობა კვლავ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გააგრძელა. 2017-2021 წლებში ტბის თემის მაჟორიტარი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯომარე იყო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატი და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეა.

ასევე, ის არის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

მამუკა ლურსმანაშვილი ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად. მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მამუკა ლურსმანაშვილის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www. Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council

#გაიცანისაკრებულო - მამუკა ლურსმანაშვილი

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...