ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ა(ა)იპ „ჩვენი ბორჯომისათვის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ ღონისძიება გაიმართა.
ტრენინგ-ცენტრის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ცენტრის და ახალგაზრდული საკრებულოს საქმიანობა გააცნეს. შემდეგ კი, მათ მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასაწყისში, სასტუმროს ფოიეში ტრენინგ-ცენტრთან არსებული „არტ-სახელოსნოს“ მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერი ოთარ არბოლიშვილი, “IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპატიო სტუმრებს ტრენინგ ცენტრისაგან მადლობის სიგელები გადაეცათ.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და “IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.