2023-06-13

ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება - სახურავები, ხის კარ-ფანჯრები ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნების მოაჯირები, ასევე შებათქაშდება ფასადები, ცოკოლი მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, ფასადებზე მოეწყობა დეკორატიული განათება.

საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში, ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...