2023-06-26

#გაიცანისაკრებულო - ლევან თედიაშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, ფაკულტეტი - საბანკო საქმე და ფინანსები.

ბატონი ლევანი 2000-20018 წლებში აქტიური სპორტული კარიერით იყო დაკავებული. ის თამაშობდა ფეხბურთს საქართველოს სხვადასხვა გუნდში, მათ შორის - ბორჯომის „ბორჯომი“, ახალციხის „მესხეთი“, ფოთის „კოლხეთი“, გორის „დილა“ და ბორჯომის „ბორჯომი 2013“.

2018 წელს სპორტული კარიერა დაასრულა და მუშაობა დაიწყო ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლაში. ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ა(ა)იპ სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლევან თედიაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ის არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიების წევრი. ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. ის ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯომარის ლევან თედიაშვილის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.Borjomi.gov-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.

#გაიცანისაკრებულო - ლევან თედიაშვილი

სხვა სიახლეები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურება
2023-06-30
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის ინიციატი...

ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში ერთჭლოვანი ყვავილები დაირგო
2023-07-04
სიახლეები
ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში ერთჭლოვანი ყვავილები დაირგო

სალვია, ბეგონია, პეტუნია, იმპატიენსი, ტაგეტისი, პორტულაკი - ეს ის ყვავილებია, რომლებიც ა(ა)იპ ,,ბორჯომი გამწვანება–2012"-ის თანამშრომლებმა...

ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
2023-06-30
სიახლეები
ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 30 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავში...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
2023-07-03
სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, დღეიდან ხომ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეები გელოდებათ. ი...