ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00დღეს, 30 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა, გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცებაა. სპიკერმა დეტალურად ისაუბრა დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. შემდეგ კი შეხვედრა სიტყვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.