ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღის ცენტრი „თებე“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც გულისხმობს როგორც აკადემიური, ასევე ფუნქციური და ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება-გაუმჯობესებას.
თითოეული ბენეფიციარი ინდივიდუალური გეგმით იმართება, რომელიც 6 თვის მანძილზეა გაწერილი.
დღის ცენტრში ფუნქციონირებს მინანქრის, ხის ნივთების, სუვენირების/აქსესუარების შესწავლის წრეები, რომელშიც „თებეს“ ზრდასრული ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულნი.