2023-04-24

საკრებულოს გეგმიური სხდომა (აპრილი)

გაცნობებთ, რომ 26 აპრილს ,ოთხშაბათს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს გეგმიური სხდომა.

განსახილველი საკითხებია:

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი დოკუმენტების (2023-2030) დამტკიცების შესახებ;

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3

კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ;

▶️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

▶️ „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის

განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️ „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ანგარიში 2022-2023 წლის ზამთრის სეზონზე გაწეული მუშაობის შესახებ;

▶️ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი“-ს ინფორმაცია 2023 წლის საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით;

▶️ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა“-ის ინფორმაცია 2023 წლის საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით;

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის Nგ-17.17230832, Nგ-17.17230834, Nგ-17.17230835 და Nგ-17.17230836 განკარგულებებში ტექნიკური ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია 2023 წლის 20 იანვრის პეტიციასთან დაკავშირებით.

საკრებულოს გეგმიური სხდომა (აპრილი)

სხვა ანონსი

საკრებულოს გეგმიური სხდომა (მარტი)
2023-03-23
ანონსი
საკრებულოს გეგმიური სხდომა (მარტი)

გაცნობებთ, რომ 24 მარტს, პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს გეგმიური სხდომა. დეპუტატები განიხილავენ დღის წესრიგით განსაზღვრულ შემდეგ საკითხ...

საკრებულოს გეგმიური სხდომა (თებერვალი)
2023-02-21
ანონსი
საკრებულოს გეგმიური სხდომა (თებერვალი)

გაცნობებთ, რომ პარასკევს, 24 თებერვალს, 12:00 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება, რომე...

5 იანვარს საახალწლო კონცერტი გაიმართება
2022-12-22
ანონსი
5 იანვარს საახალწლო კონცერტი გაიმართება

#ახალიწელი2023 #ახალიწლისდღეები #ბორჯომი 5 იანვარი ბორჯომი, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 15:00 • 15:00 - საზეიმ...

სახალწლო პროგრამა
2022-12-27
ანონსი
სახალწლო პროგრამა

#ახალიწელი2023 #ბორჯომი 31 დეკემბერი ბორჯომი, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 20:00 • 20:00 - 22:00 თოვლის პაპა, ზ...