2024-12-24

საკრებულოს სხდომა 24.12.2024

24 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2025 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2025 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 (ხუთი) პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

◾️ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით (იჯარით) გაცემის შესახებ;

◾️ დაბა ბაკურიანში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით (იჯარა) გაცემის შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2024 წლის 02 თებერვალს დადებულ N41 იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის I კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

საკრებულოს სხდომა 24.12.2024

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025
2025-05-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 25.04.2025
2025-04-25
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 25.04.2025

25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...

საკრებულოს სხდომა 28.03.2025
2025-03-28
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 28.03.2025

28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 21.02.2025
2025-02-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.02.2025

21 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა....