2023-05-25

საკრებულოს სხდომა 25.05.2023

დღეს, 25 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ;

◾️ „სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 28 ივნისს დადებულ N208 იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

? ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მოისმინეს: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი ტაბატაძის ანგარიში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2023 წელს დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ, საფინანსო სამსახურის უფროსის მაია პაიჭაძის მოხსენება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის I კვარტალის შესრულების შესასებ და ა(ა)იპ „ბორჯომის სოფლის წყალი“ დირექტორის გიორგი ოქრუაშვილის ანგარიში 2022 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

საკრებულოს სხდომა 25.05.2023

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა 21.06.2024
2024-06-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.06.2024

დღეს, 21 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თ...

საკრებულოს სხდომა 24.05.2024
2024-05-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.05.2024

დღეს, 24 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...

საკრებულოს სხდომა 26.04.2024
2024-04-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.04.2024

დღეს, 26 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით...

საკრებულოს სხდომა 22.03.2024
2024-03-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.03.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...