2024-01-26

საკრებულოს სხდომა 26.01.2024

⚫️ დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

◾️ „ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ნოემბრის N 78 03 და 2020 წლის 2 მარტის N 8 03 განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ - განკარგულების პროექტი;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17213586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?ასევე, მათ მოისმინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაკა მანჯავიძის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 26.01.2024

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025
2025-05-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 25.04.2025
2025-04-25
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 25.04.2025

25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...

საკრებულოს სხდომა 28.03.2025
2025-03-28
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 28.03.2025

28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 21.02.2025
2025-02-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.02.2025

21 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა....