2024-04-26

საკრებულოს სხდომა 26.04.2024

დღეს, 26 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

?დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერისთვის“, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

?“ბორჯომი-ბაკურიანის გზატკეცილი“-ს მიმდებარედ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

? ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩის და მესხეთის ქუჩის მიმდებარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 28 ივნისს დადებულ N208 იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? დაბა წაღვერში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

? „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2024-2025 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა“-ის ინფორმაცია 2023 წელს გაწეული მუშაობის და 2024 წლის საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

? ა(ა)იპ „ბორჯომი გამწვანება 2012“ ინფორმაცია 2023 წელს გაწეული მუშაობის და 2024 წლის საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საკრებულოს სხდომა 26.04.2024

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა 21.06.2024
2024-06-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.06.2024

დღეს, 21 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თ...

საკრებულოს სხდომა 24.05.2024
2024-05-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.05.2024

დღეს, 24 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...

საკრებულოს სხდომა 22.03.2024
2024-03-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.03.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...