2025-02-21

საკრებულოს სხდომა 21.02.2025

21 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს გეგმიურ სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

?დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ციხისჯვარში

მდებარე უძრავი ქონების 2710 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში

გადაცემის შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

☑️ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2025-2026 წელს დასაფინანსებელი საპროექტო

წინადადების მოწონების თაობაზე;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო‐სამეურნეო

დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ;

☑️ „2025 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17243595 განკარგულებაში ცვილება განხორციელდა;

☑️ ბორჯომი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარედ მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ;

☑️ დაბა ახალდაბაში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა) სახელწოდების მინიჭების შესახებ.

? მათ ასევე მოისმინეს:

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მამუკა ლურსმანაშვილის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სალომე თედელურის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 21.02.2025

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025
2025-05-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 25.04.2025
2025-04-25
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 25.04.2025

25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...

საკრებულოს სხდომა 28.03.2025
2025-03-28
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 28.03.2025

28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 24.01.2025
2025-01-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.01.2025

24 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. ს...