2023-01-27

საკრებულოს სხდომა 27.01.2023

დღეს, 27 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

სხდომას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძეც ესწრებოდა.

საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95

დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი

სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17

მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? „სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და

სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ.

ასევე, დეპუტატებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის; კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მამუკა ლურსმანაშვილის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაკა მანჯავიძის 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტისსაკრებულო

საკრებულოს სხდომა 27.01.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...