2023-02-24

საკრებულოს სხდომა 24.02.2023

? დღეს, 24 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი ოთარ არბოლიშვილიც.

საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) უზუფრუქტის უფლებით გადაცემის შესახებ;

☑️ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ;

☑️დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩის) სახელდების შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში: რველში, ზანავსა და კორტანეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელდების შესახებ;

☑️ „2023 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის Nგ-17.17223575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17213586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მოისმინეს:

◼️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მერაბ იობაშვილის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

◼️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სალომე თედელურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

◼️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ელზა კუჭუხიძის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტისსაკრებულო

საკრებულოს სხდომა 24.02.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
2024-09-27
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 27.09.2024

დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...

საკრებულოს სხდომა 23.08.2024
2024-08-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 23.08.2024

დღეს, 23 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯ...

საკრებულოს სხდომა 26.07.2024
2024-07-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.07.2024

26 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებო...

საკრებულოს სხდომა 21.06.2024
2024-06-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.06.2024

დღეს, 21 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდო...