2023-04-26

საკრებულოს სხდომა 26.04.2023

დღეს, 26 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაატკიცეს:

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი დოკუმენტების (2023-2030) დამტკიცების შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ;

☑️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️ „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის Nგ-17.17230832, Nგ-17.17230834, Nგ-17.17230835 და Nგ-17.17230836 განკარგულებებში ტექნიკური ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია 2023 წლის 20 იანვრის პეტიციასთან დაკავშირებით.

დეპუტატებმა მოისმინეს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის ეკატერინე ორჯონიკიძის ანგარიში 2022-2023 ზამთრის სეზონზე გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მოუსმინეს ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი“-სა და ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა“-ის ხელმძღვანელ პირებს 2023 წლის საკურორტო სეზონის მომზადებასთან დაკავშირებით.


#საკრებულოსსხდომა
#ბორჯომისმუნიციპალიტეტისსაკრებულო

საკრებულოს სხდომა 26.04.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...