2023-07-28

საკრებულოს სხდომა 28.07.2023

? დღეს, 28 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

◼️ “ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◼️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◼️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◼️ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით ქონების იჯარით გაცემის შესახებ;

◼️2023 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის Nგ-17.17223575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◼️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (შესახვევი) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

◼️ დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ.

ასევე, მათ მოისმინეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ და ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა“-ის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 28.07.2023

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025
2025-05-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 25.04.2025
2025-04-25
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 25.04.2025

25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...

საკრებულოს სხდომა 28.03.2025
2025-03-28
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 28.03.2025

28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 21.02.2025
2025-02-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.02.2025

21 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა....