ტელეფონი
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ;
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2024-2025 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეორგანიზაციის განხორციელებაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
საკრებულოს წევრის ვაჟა აიწურაძის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ;
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ;
ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (სკვერი) „ზაალ ბარათაშვილის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ;
დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების მოწონების შესახებ;
„დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების მოწონების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 სექტემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ასევე, დეპუტატებმა მოისმინეს ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზურაბ კორძაიას ანგარიში 2023 წელს განხორციელებული და 2024 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ და ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის ნაიარა ამანათაშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.